https://sputnik-georgia.com/20220522/damwvrobis-centris-xelmzrvanelma-rujis-moyvarulebi-gaafrtxila-266816020.html
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა რუჯის მოყვარულები გააფრთხილა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა რუჯის მოყვარულები გააფრთხილა
Sputnik საქართველო
საქართველოში ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენებით მზის აბაზანის მიღების შემთხვევები 2011 წლიდან ფიქსირდება, ყოველი მათგანი ჰოსპიტალიზებით მთავრდება.
2022-05-22T13:51+0400
2022-05-22T13:51+0400
2022-05-22T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24855/27/248552732_0:171:3034:1878_1920x0_80_0_0_774ce0a4c45c87c066953d4fbe4a0725.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. დამწვრობის ცენტრში იმედოვნებენ, რომ წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის შემთხვევა აღარ იქნება, აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თოთოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა. ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის ფაქტები მასმედიაში ფართოდ შუქდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ამ ნახარშით რუჯის მიღება მაინც ხდებოდა.მისივე თქმით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და რომ ნებისმიერი რუჯი კანს გარკვეულწილად აზიანებს.საქართველოში გარუჯვა ძალიან პოპულარულია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24855/27/248552732_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_cf68cee41f3db18b29bb3ce35e0feb43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დამწვრობა ცენტრი ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე რუჯი მოყვარულები გაფრთხილება
დამწვრობა ცენტრი ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე რუჯი მოყვარულები გაფრთხილება
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა რუჯის მოყვარულები გააფრთხილა
საქართველოში ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენებით მზის აბაზანის მიღების შემთხვევები 2011 წლიდან ფიქსირდება, ყოველი მათგანი ჰოსპიტალიზებით მთავრდება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. დამწვრობის ცენტრში იმედოვნებენ, რომ წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის შემთხვევა აღარ იქნება, აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თოთოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა. ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის ფაქტები მასმედიაში ფართოდ შუქდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ამ ნახარშით რუჯის მიღება მაინც ხდებოდა.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის შემთხვევა აღარ იქნება. ლეღვის ფოთლების ნახარში და რუჯი ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ნახარშის გამოყენება და დამწვრობის მიღება ერთი და იგივეა. რუჯის ეფექტს ვერანაირად ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და რომ ნებისმიერი რუჯი კანს გარკვეულწილად აზიანებს.
საქართველოში გარუჯვა ძალიან პოპულარულია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს.