https://sputnik-georgia.com/20220522/biomravalferovneba-cems-obieqtivsi-fotokonkursis-gamarjvebulebi-dajildovdnen-266814555.html
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”: ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”: ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
Sputnik საქართველო
კონკურსი მიმდინარე წლის 5 მაისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ.
2022-05-22T12:07+0400
2022-05-22T12:07+0400
2022-05-22T12:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24130/09/241300914_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1540b01792d0fe82084d0063c6789bbe.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დააჯილდოვა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კონკურსი მიმდინარე წლის 5 მაისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსის პირობების თანახმად მონაწილეებს უნდა წარედგინათ ერთიდან სამ ფოტომდე, რომელიც ასახავდა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას ან ბიომრავალფროვნების შესანარჩუნებალად/დასაცავად განხორცილებულ პრაქტიკულ ქმედებას. კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად, გამარჯვებულები პროფესიონალი ფოტოგრაფებით შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატყეო სექტორის მდგრადი მართვის ხელშეწყობაზე. ასეთი კონკურსები გარემოსდაცვითი თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” მიზანია, ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი მემკვიდრეობის - ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24130/09/241300914_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_3eb97e571e1757b1e78e9adf6880f8a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” ფოტოკონკურსი გამარჯვებულები დაჯილდოება
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” ფოტოკონკურსი გამარჯვებულები დაჯილდოება
„ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”: ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
12:07 22.05.2022 (განახლებულია: 12:08 22.05.2022) კონკურსი მიმდინარე წლის 5 მაისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დააჯილდოვა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსი მიმდინარე წლის 5 მაისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსის პირობების თანახმად მონაწილეებს უნდა წარედგინათ ერთიდან სამ ფოტომდე, რომელიც ასახავდა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას ან ბიომრავალფროვნების შესანარჩუნებალად/დასაცავად განხორცილებულ პრაქტიკულ ქმედებას. კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად, გამარჯვებულები პროფესიონალი ფოტოგრაფებით შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.
პირველი ადგილი ნიკა მელიქიშვილმა დაიკავა ფოტოკადრით „ირემი“, მეორე ადგილზე გავიდა პაატა ვარდანაშვილი ფოტოსურათით „თოლიები ბათუმში“, მესამე ადგილი კი ნიკა ქერდიყოშვილმა მოიპოვა ფოტოთი „სალი კლდის ჯარისკაცები”. სოციალური ქსელის რჩეული გახდა ქეთი ზარანდიას ფოტოსურათი „კუმურდოს უგუმბათო ტაძარი“.
„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატყეო სექტორის მდგრადი მართვის ხელშეწყობაზე. ასეთი კონკურსები გარემოსდაცვითი თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” მიზანია, ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი მემკვიდრეობის - ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.