ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტში 10 მედალი აიღეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2022
გამოწერა
20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებმა შეჯიბრება ხუთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ათივე წონით კატეგორიაში მედლები მოიპოვა, იუწყება ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებმა შეჯიბრება ხუთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ამან საქართველოს ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოუტანა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) და კოტე სიჭინავამ (97 კგ).
ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ლუკა ჯავახაძემ (55 კგ), თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (77 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0