„თემო სოხუმსკის“, „ენცოს“, „ჭინკას“ და კიდევ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
ქურდული სამყაროს წევრები ფინანსური დავების მოსაგვარებლად უკავშირდებოდნენ უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდებს და ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულ 16 პირს პატიმრობა შეუფარდა.
16-დან შვიდ პირს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, სამს - „კანონიერი ქურდობა“, ხუთს - კანონიერი ქურდისთვის მიმართვა და ქურდული გარჩევის განხორციელება, ერთს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ქურდული სამყაროს წევრები და მისი მხარდამჭერები ფინანსური დავების მოსაგვარებლად უკავშირდებოდნენ უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდებს და ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
ასევე, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ბრალდებულები იღებდნენ გადაწყვეტილებებს როგორც თავიანთ სასარგებლოდ, ისე მოდავე მხარეებს შორის თანხის დაკისრების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით კი ე.წ. საჯარიმო თანხებს ითხოვდნენ.
აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალის სიმძიმე და მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები.
ყველა ახალი ამბავი
0