https://sputnik-georgia.com/20220521/tbilissi-mtkvris-done-daiwevs-266806514.html
თბილისში მტკვრის დონე დაიწევს
თბილისში მტკვრის დონე დაიწევს
Sputnik საქართველო
გეგმური გარეცხვითი სამუშაოების მიზანია წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება.
2022-05-21T18:46+0400
2022-05-21T18:46+0400
2022-05-21T18:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875552_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_24d06f2be4b2834dc79aa6fcc859eaac.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს.კომპანიის ინფორმაციით, 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.„აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან“, – განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამი დღის განმავლობაში, გარეცხვითი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა.სამუშაოების მიმდინარეობისას სამი დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი, ხოლო ორი დღის განმავლობაში - ორთჭალჰესი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875552_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_7e5dd40d8cdb1ebe89151e56606676a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი მტკვარი დონე
თბილისში მტკვრის დონე დაიწევს
გეგმური გარეცხვითი სამუშაოების მიზანია წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ გარეცხვით სამუშაოებს აწარმოებს.
კომპანიის ინფორმაციით, 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
„აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან“, – განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამი დღის განმავლობაში, გარეცხვითი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას სამი დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი, ხოლო ორი დღის განმავლობაში - ორთჭალჰესი.