https://sputnik-georgia.com/20220521/tbilissi-eldar-sengelaias-axali-filmis-premiera-gaimarta-266804848.html
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმის პრემიერა გაიმართა
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმის პრემიერა გაიმართა
Sputnik საქართველო
საკულტო რეჟისორმა ფილმი თავისუფლებაზე მიუძღვნა თავის გარდაცვლილ ძმას, გიორგი შენგელაიას 21.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-21T16:52+0400
2022-05-21T16:52+0400
2022-05-21T16:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/96/238449669_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_268e8f604b2c4f3fb42323fdfca67388.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ჩიტების“ პრემიერა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გარდაცვლილი ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას მიუძღვნა, დედაქალაქის კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.მოკლემეტრაჟიანი ფილმი „პირველი არხის“ თანადაფინანსებით გადაიღეს. ფილმი, რომელიც ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, თავისუფლების იდეაზეა აგებული.ფილმის სცენარი ამირან დოლიძეს ეკუთვნის, მუსიკა - დათო ევგენიძეს. ფილმში პაატა მოისწრაფიშვილი და ტრისტან სარალიძე მონაწილეობენ.შენგელაიას ახალი ნამუშევრის ტელეპრემიერას მაყურებელი 26 მაისს, 23:00 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ იხილავს.საქართველოს „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნა, რომ არხი ძალიან ამაყია, რომ ელდარ შენგელაიას ფილმის თანამონაწილეა.ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია. ელდარ შენგელაიამ გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორიცაა „თეთრი ქარავანი" (1964), „არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), „შერეკილები" (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/96/238449669_99:0:1943:1383_1920x0_80_0_0_246dc3bb50d5e68154926e5e31660168.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ამირანი ელდარ შენგელაია ახალი ფილმი ჩიტები პრემიერა
თბილისი ამირანი ელდარ შენგელაია ახალი ფილმი ჩიტები პრემიერა
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმის პრემიერა გაიმართა
16:52 21.05.2022 (განახლებულია: 16:53 21.05.2022) საკულტო რეჟისორმა ფილმი თავისუფლებაზე მიუძღვნა თავის გარდაცვლილ ძმას, გიორგი შენგელაიას
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ჩიტების“ პრემიერა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გარდაცვლილი ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას მიუძღვნა, დედაქალაქის კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „პირველი არხის“ თანადაფინანსებით გადაიღეს. ფილმი, რომელიც ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, თავისუფლების იდეაზეა აგებული.
ფილმის სცენარი ამირან დოლიძეს ეკუთვნის, მუსიკა - დათო ევგენიძეს. ფილმში პაატა მოისწრაფიშვილი და ტრისტან სარალიძე მონაწილეობენ.
შენგელაიას ახალი ნამუშევრის ტელეპრემიერას მაყურებელი 26 მაისს, 23:00 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ იხილავს.
საქართველოს „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნა, რომ არხი ძალიან ამაყია, რომ ელდარ შენგელაიას ფილმის თანამონაწილეა.
ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია. ელდარ შენგელაიამ გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორიცაა „თეთრი ქარავანი" (1964), „არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), „შერეკილები" (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983).