სისხლიანი მკვლელობა ავტობუსში: ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდათ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaსაავადმყოფოში
საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
საზარელი მკვლელობა მოხდა გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში, რომელიც ბარათაშვილი-გლდანის მარშრუტზე მოძრაობს.
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. დღეს თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსში სასტიკად მოკლული ქალის შვილები ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
დღის საათებში 39 წლამდე ასაკის მამაკაცმა თავის 30 წლის ცოლს ჩხუბის შემდეგ ავტობუსში ყელი გამოჭრა. თვითმხილველები საუბრობენ ყელისა და მკერდის არეში დანით მიყენებულ რამდენიმე ჭრილობაზე. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ტელეარხის მონაცემებით, სამ ბავშვს შოკური მდგომარეობის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა.
გაირკვა ჩხუბის მიზეზიც - თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა სმს-შეტყობინების გამო იეჭვიანა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მამაკაცი ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას დაელოდა. ის ადგილზე დააკავეს.
საზარელი მკვლელობა მოხდა გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში, რომელიც ბარათაშვილი-გლდანის მარშრუტზე მოძრაობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0