https://sputnik-georgia.com/20220521/saqartvelosi-sisxlis-donorobis-sesaxeb-kanonsi-cvlilebebi-sedis-266805366.html
საქართველოში „სისხლის დონორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
საქართველოში „სისხლის დონორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
Sputnik საქართველო
სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
2022-05-21T18:16+0400
2022-05-21T18:16+0400
2022-05-21T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/31/248153155_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_e52b0f731fe6fe9066b4f40281797cb2.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპი ნებაყოფლობაა. დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და არ გააჩნია დონორობის უკუჩვენება. სისხლის გაღება შესაძლებელია უანგაროდ, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.როგორ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მოქმედი კანონი, რომელიც სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ დირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.კანონპროექტის მიღების შედეგად ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რეციპიენტის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.თამარ გაბუნიას განცხადებით, სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან. ამისთვის, სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ როდესაც დღეის მდგომარეობით ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია.კომიტეტის წევრების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/31/248153155_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_8f351a6acbd79728f02487e86c8e5cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სისხლი დონორობა კანონი ცვლილებები
საქართველო სისხლი დონორობა კანონი ცვლილებები
საქართველოში „სისხლის დონორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
18:16 21.05.2022 (განახლებულია: 18:17 21.05.2022) სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპი ნებაყოფლობაა. დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და არ გააჩნია დონორობის უკუჩვენება. სისხლის გაღება შესაძლებელია უანგაროდ, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.
„კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
როგორ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მოქმედი კანონი, რომელიც სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ დირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
კანონპროექტის მიღების შედეგად ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რეციპიენტის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.
თამარ გაბუნიას განცხადებით, სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან. ამისთვის, სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ როდესაც დღეის მდგომარეობით ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია.
„დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური და ეს ძირითადი პრინციპი გასდევს კანონპროექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომიტეტის წევრების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.