https://sputnik-georgia.com/20220521/saqartvelos-kulturis-saministro-xelovnebis-muzeumis-fondebis-sevsebas-ganagrzobs-266803814.html
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსებას განაგრძობს
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსებას განაგრძობს
Sputnik საქართველო
უწყებამ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო.
2022-05-21T15:16+0400
2022-05-21T15:16+0400
2022-05-21T15:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო სამუზეუმო ფონდების შევსებას აგრძელებს.2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა. შეძენილ ნამუშევრებს შორის 153 ფერწერა და 524 გრაფიკაა.უწყების ინფორმაციით, შეძენილი კოლექცია წარმოადგენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს - 1960-70-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალ კოლექციას, 1980-90-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე, ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრებს.ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა.კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. აღნიშნულია, რომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კულტურა სამინისტრო ხელოვნება მუზეუმი ფონდები შევსება
საქართველო კულტურა სამინისტრო ხელოვნება მუზეუმი ფონდები შევსება
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსებას განაგრძობს
უწყებამ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო სამუზეუმო ფონდების შევსებას აგრძელებს.
2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა. შეძენილ ნამუშევრებს შორის 153 ფერწერა და 524 გრაფიკაა.
„2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო, ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, შეძენილი კოლექცია წარმოადგენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს - 1960-70-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალ კოლექციას, 1980-90-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე, ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრებს.
ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა.
კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. აღნიშნულია, რომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში.