მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთიდან ფინეთში გაზის მიწოდება შეწყდა

© photo: Sputnik / Stringerვენტილი მისლადენზე
ვენტილი მისლადენზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
ფინეთი წინასწარ მოემზადა რუსეთიდან გაზის იმპორტის შემცირებისთვის, მაგრამ ჩანაცვლებას გარკვეული პრობლემები ახლავს
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. რუსეთმა ფინეთს 21 მაისის 07:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც უკავშირდება ჰელსინკის უარს გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს, იუწყება РИА Новости.
ფინეთის დასაქმებისა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკულმა კომპანია Gasum Oy-მა გადაწყვიტა მიმართოს არბიტრაჟს, რადგან, მისი თქმით, რუსული მხარე არღვევს ევროში ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმების პირობებს.
აღნიშნულია, რომ ფინეთი წინასწარ ემზადებოდა მეზობელი ქვეყნისგან გაზის იმპორტის შესამცირებლად, მაგრამ ჩანაცვლება უპრობლემოდ არ მიმდინარეობს.
„ენერგეტიკულ კომპანიებს შეუძლიათ გადაერთონ და ზოგიერთი უკვე გადაერთო გაზიდან სხვა ტიპის საწვავზე საბაზრო პირობებით. როდესაც რუსული იმპორტი შეწყდება, იმ სამრეწველო საწარმოების მდგომარეობა რომლებიც იყენებენ გაზს, განსხვავებული იქნება. ზოგი უკვე გადავიდა სხვა საწვავზე, ზოგიც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მილსადენ Balticconnecto-ის გაზზე გადადის“, - აცხადებენ უწყებაში.
1 აპრილიდან რუსეთმა დაიწყო „არამეგობრული ქვეყნებისგან“ გაზის საფასურის მიღება რუბლებში, რათა თავი დააღწიოს ანგარიშსწორებას დოლარსა და ევროში. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რომ რუსულ ვალუტაში ოპერაციებზე უარი განიხილება, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
27 აპრილიდან რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომმა“ შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო. ამასთან კომპანიამ განაცხადა, რომ შეამცირებს ტრანზიტს სხვა ქვეყნებში, თუ სოფია და ვარშავა საწვავის უკანონო ამოღებას დაიწყებენ.
დასავლეთმა გააძლიერა სანქციების ზეწოლა მოსკოვზე მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსული „სპეცოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ მიზნით. არაერთმა ქვეყანამ განაცხადა რუსეთის აქტივების გაყინვის შესახებ, სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის შესახებ. ამ ყველაფერმა საწვავის და სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0