ქართველი ფერმერების აგრობარათებზე აგროქულების დარიცხვა გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
ფერმერები ბარათით შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციის შეძენას ან ტექნიკის დაქირავებას მიწის დასამუშავებლად.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 100 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, აქედან 1200-მა თავისი ბარათი უკვე გააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სპეციალიზებულ მაღაზიაში საჭირო სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი უკვე 340-მა ფერმერმა შეიძინა.
0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
აღნიშნული სუბსიდიით სარგებლობისთვის, მესაკუთრეები 2022 წლის 30 ივნისამდე ვალდებული არიან მიწის პირველადი რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იგი დაარეგისტრირონ. გარდა ამისა, სუბსიდიის მიღების მსურველები ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
საქართველოში აგროკრედიტების გაცემა გრძელდება >>
მხოლოდ ამ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაერიცხებათ თანხა სპეციალურ აგრობარათზე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მფლობელებს.
ფერმერები ბარათით შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციის შეძენას ან ტექნიკის დაქირავებას მიწის დასამუშავებლად.
პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0