https://sputnik-georgia.com/20220521/cieb-cxelebis-afetqeba-crdiloet-koreasi-daavadebas-66-adamiani-emsxverpla-266803267.html
ციებ-ცხელების აფეთქება ჩრდილოეთ კორეაში: დაავადებას 66 ადამიანი ემსხვერპლა
ციებ-ცხელების აფეთქება ჩრდილოეთ კორეაში: დაავადებას 66 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა" ამოქმედდა
2022-05-21T13:51+0400
2022-05-21T13:51+0400
2023-07-20T15:55+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ჩრდილოეთი კორეა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/15/266798609_0:359:2834:1953_1920x0_80_0_0_0f0c67a7893e8f4670ec6fda94123f05.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეელი ექიმებმა დააფიქსირეს 219 ათასზე მეტი ახალი პაციენტი მაღალი სიცხით და კიდევ ერთი გარდაცვლილი დღე-ღამეში, ქვეყანაში სულ 2,46 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Yonhap ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო დააწესა „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა", კიმ ჩენ ინის მითითებით ყველა ქალაქსა და ოლქში ამოქმედდა ლოკდაუნი, რათა უმოკლეს ვადებში შეჩერდეს ვირუსის გავრცელება და „ამოიძირკვოს ინფექციის წყარო“.სტატისტიკური მონაცემებით, აპრილის ბოლოდან 20 მაისის ჩათვლით მაღალი სიცხის მქონე პაციენტთა რიცხვი 2,46 მილიონზე მეტია, მათ შორის 1,76 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 692 ათასი კი კვლავ მკურნალობს.თუმცა ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, პაციენტთა რა რაოდენობას აქვს კონკრეტულად COVID-19, მოყვანილი არ არის.ამ დროისთვის დაღუპულთა საერთო რაოდენობა 66 ადამიანს შეადგენს. აღინიშნა, რომ მინიმუმ ერთ-ერთის ანალიზმა დაადასტურა კოროვირუსის შტამი BA.2 ომიკრონი, ე.წ. სტელს-ომიკრონის ვარიანტი.წყარო - Yonhap
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/15/266798609_68:0:2799:2048_1920x0_80_0_0_d99db8f8076cc8121e36aa2ef3541356.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ციებ-ცხელება აფეთქება ჩრდილოეთ კორეა დაავადება 66 ადამიანი გარდაცვალება შემთხვევა
ციებ-ცხელება აფეთქება ჩრდილოეთ კორეა დაავადება 66 ადამიანი გარდაცვალება შემთხვევა
ციებ-ცხელების აფეთქება ჩრდილოეთ კორეაში: დაავადებას 66 ადამიანი ემსხვერპლა
13:51 21.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა" ამოქმედდა
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეელი ექიმებმა დააფიქსირეს 219 ათასზე მეტი ახალი პაციენტი მაღალი სიცხით და კიდევ ერთი გარდაცვლილი დღე-ღამეში, ქვეყანაში სულ 2,46 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Yonhap ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო დააწესა „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა", კიმ ჩენ ინის მითითებით ყველა ქალაქსა და ოლქში ამოქმედდა ლოკდაუნი, რათა უმოკლეს ვადებში შეჩერდეს ვირუსის გავრცელება და „ამოიძირკვოს ინფექციის წყარო“.
სტატისტიკური მონაცემებით, აპრილის ბოლოდან 20 მაისის ჩათვლით მაღალი სიცხის მქონე პაციენტთა რიცხვი 2,46 მილიონზე მეტია, მათ შორის 1,76 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 692 ათასი კი კვლავ მკურნალობს.
თუმცა ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, პაციენტთა რა რაოდენობას აქვს კონკრეტულად COVID-19, მოყვანილი არ არის.
ამ დროისთვის დაღუპულთა საერთო რაოდენობა 66 ადამიანს შეადგენს. აღინიშნა, რომ მინიმუმ ერთ-ერთის ანალიზმა დაადასტურა კოროვირუსის შტამი BA.2 ომიკრონი, ე.წ. სტელს-ომიკრონის ვარიანტი.