https://sputnik-georgia.com/20220521/amas-wyvets-kanoni-da-konstitucia-premier-ministri-saakasvilis-ucxoetsi-gadayvanaze-266808676.html
„ამას წყვეტს კანონი და კონსტიტუცია“ - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
„ამას წყვეტს კანონი და კონსტიტუცია“ - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ
2022-05-21T20:23+0400
2022-05-21T20:23+0400
2022-05-21T20:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_0:148:1280:868_1920x0_80_0_0_5c563ad2e17fb6375dfe651862f468d2.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. მანამდე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა სამკურნალოდ.ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების შემდეგაც სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირებამდე იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე.ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_142:133:1125:870_1920x0_80_0_0_24f2ff4e9412cd6f082444402d2bfa74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კანონი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთი გადაყვანა მკურნალობა
კანონი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთი გადაყვანა მკურნალობა
„ამას წყვეტს კანონი და კონსტიტუცია“ - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
20:23 21.05.2022 (განახლებულია: 20:24 21.05.2022) ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. მანამდე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა სამკურნალოდ.
„არა! ამას წყვეტს კანონი და კონსტიტუცია. მე ვიცავ კანონს და კონსტიტუციას!“- ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების შემდეგაც სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირებამდე იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.