საქართველოში Echowaves Festival წელს არ ჩატარდება

© courtesy of Echowaves Festivalელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves   - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
მიუხედავად მცდელობისა, შეუძლებელი აღმოჩნდა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის გადაწყვეტა, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი Echowaves Festival, რომელიც ყოველწლიურად ანაკლიაში ზაფხულობით იმართება, წელს გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
„მიუხედავად ჩვენი გუნდის ძალისხმევისა, სხვადასხვა ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ჩვენს სტუმრებს, რომლებმაც 2021 წელს უარი განაცხადეთ აბონემენტის ღირებულების დაბრუნებაზე, დღეიდან თანხა ავტომატურად ჩაგერიცხებათ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
© FB / Echowaves Festivalელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
Грузинский фестиваль электронной музыки EchoWaves   - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
ფესტივალი EchoWaves პირველად ანაკლიაში 2018 წელს ჩატარდა ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც იმართება სერბეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიაში, რუმინეთში. ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი გამოვიდა. ჰედლაინერებს შორის იყვნენ ხუან ატკინსი, Die Antwoord, Solomun, Tricky და სხვები.
მუსიკის გარდა, Anaklia EchoWaves სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა გასართობს, როგორიცაა ზიპლაინი, კალათბურთი, ფეხბურთი, იოგა, საპნის ბუშტების შოუ და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0