https://sputnik-georgia.com/20220520/polonetsi-qartvelebi-seqsualuri-zaladobis-braldebit-daakaves-266794422.html
პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან 25 და 27 წლის მამაკაცები ქალაქ რუსთავიდან. 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T22:30+0400
2022-05-20T22:30+0400
2022-05-20T23:45+0400
შემთხვევები
პოლონეთი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:78:2640:1563_1920x0_80_0_0_3ee049f8b81c135464aa0007795565d5.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყანაში იდენტიფიცირებულია გაუპატიურების 20 შემთხვევა, საიდანაც ექვსში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ. როგორც ირკვევა, ძალადობის ასაკით ყველაზე პატარა მსხვერპლი 16 წლის გოგონაა.ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა 25 და 27 წლის ორი მამაკაცი რუსთავიდან. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები პოლონეთში სამუშაოდ წავიდნენ.ქართველების გარდა, მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც. პოლონელი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.როგორც ირკვევა, პოლონეთში გახშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო სეიმში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.ამ დროისათვის ვარშავაში დაკავებული ქართველები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მალე სასამართლოში მათი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.მოძალადე ტაქსის მძღოლების საქმეზე ერთობლივ გამოძიებას განაგრძობენ ვარშავის პოლიცია და პროკურატურა.წყარო: რუსთავი 2
პოლონეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:34:2641:2014_1920x0_80_0_0_79c0a7533d44d58fcba492ca7cdc9721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, პოლონეთი , ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, პოლონეთი , ახალი ამბები, საქართველო
პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
22:30 20.05.2022 (განახლებულია: 23:45 20.05.2022) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან 25 და 27 წლის მამაკაცები ქალაქ რუსთავიდან.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყანაში იდენტიფიცირებულია გაუპატიურების 20 შემთხვევა, საიდანაც ექვსში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ. როგორც ირკვევა, ძალადობის ასაკით ყველაზე პატარა მსხვერპლი 16 წლის გოგონაა.
გამოძიებით დადგინდა, რომ Bolt-ის და Uber-ის აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ, ვერავინ შეძლებდა. სწორედ ამ სქემით მოქმედებდა საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველების ერთი ჯგუფი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა 25 და 27 წლის ორი მამაკაცი რუსთავიდან. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები პოლონეთში სამუშაოდ წავიდნენ.
ქართველების გარდა, მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც. პოლონელი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
როგორც ირკვევა, პოლონეთში გახშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო სეიმში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის ვარშავაში დაკავებული ქართველები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მალე სასამართლოში მათი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
მოძალადე ტაქსის მძღოლების საქმეზე ერთობლივ გამოძიებას განაგრძობენ ვარშავის პოლიცია და პროკურატურა.