https://sputnik-georgia.com/20220520/maimunis-yvavilis-afetqeba-janmo-eqspertebs-iwvevs-266787426.html
მაიმუნის ყვავილის აფეთქება: ჯანმო ექსპერტებს იწვევს
მაიმუნის ყვავილის აფეთქება: ჯანმო ექსპერტებს იწვევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ყვავილის აფეთქების საკითხზე ექსპერტების საგანგებო შეხვედრას გამართავს, წერს გაზეთი... 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T18:36+0400
2022-05-20T18:36+0400
2023-07-20T15:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263379822_0:0:3231:1817_1920x0_80_0_0_d5d67e06d6a6d56f741900a699fa1fd3.jpg
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ყვავილის აფეთქების საკითხზე ექსპერტების საგანგებო შეხვედრას გამართავს, წერს გაზეთი Telegraph.„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს წამყვანი ექსპერტების გუნდს საგანგებო შეხვედრაზე, რათა განიხილონ მიმდინარე აფეთქება“, – წერს გაზეთი.შეხვედრის მთავარი თემები იქნება დაავადების გადაცემის გზები, მისი გავრცელება ბისექსუალებსა და გეებში, ასევე ვაქცინებთან დაკავშირებული სიტუაცია.მაიმუნის ყვავილი უკვე გამოვლენილია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში. ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. თითქმის ყველა დაავადებული დაახლოებით 35 წლის მამაკაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანიტარული განგაშის რეჟიმი დააწესეს.საწყის ეტაპზე ვირუსი სიცხეს, თავისა და კუნთების ტკივილს, ასევე დაღლილობას და ლიმფური კვანძების შესიებას იწვევს, შემდეგ კი სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263379822_500:0:3231:2048_1920x0_80_0_0_d4e3097f586b4a7095914553c21476cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ყვავილის აფეთქების საკითხზე ექსპერტების საგანგებო შეხვედრას გამართავს, წერს გაზეთი Telegraph.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს წამყვანი ექსპერტების გუნდს საგანგებო შეხვედრაზე, რათა განიხილონ მიმდინარე აფეთქება“, – წერს გაზეთი.
შეხვედრის მთავარი თემები იქნება დაავადების გადაცემის გზები, მისი გავრცელება ბისექსუალებსა და გეებში, ასევე ვაქცინებთან დაკავშირებული სიტუაცია.
მაიმუნის ყვავილი უკვე გამოვლენილია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში.
ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. თითქმის ყველა დაავადებული დაახლოებით 35 წლის მამაკაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანიტარული განგაშის რეჟიმი დააწესეს.
საწყის ეტაპზე ვირუსი სიცხეს, თავისა და კუნთების ტკივილს, ასევე დაღლილობას და ლიმფური კვანძების შესიებას იწვევს, შემდეგ კი სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს.