Forbes-ი მკითხველს კახეთში მოგზაურობას ურჩევს

© photo: Sputnik / Stringerსულიწმიდის ტაძარი სიღნაღში (ბოდბის მონასტერი) – სიღნაღის ორი ძირითადი ტაძრიდან ერთ-ერთი. ინტერნეტში ის ხშირად ერევათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც უფრო დიდი ხნის წინ აიგო
სულიწმიდის ტაძარი სიღნაღში (ბოდბის მონასტერი) – სიღნაღის ორი ძირითადი ტაძრიდან ერთ-ერთი. ინტერნეტში ის ხშირად ერევათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც უფრო დიდი ხნის წინ აიგო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
ჟურნალისტი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით, რომ დაგიშავებიათ, ნათქვამია გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. იგი მკითხველს კახეთის ბუნებაზე, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე, ტრადიციულ სამზარეულოსა და ღვინოზე მოუთხრობს და საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

„ხალხს კახეთში მხოლოდ ღვინო არ იზიდავს... რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, უძველესი ციხე-სიმაგრეებით, კოშკებით, ალპური ტბებითა და დამალული ჩანჩქერებით. კახეთში მსოფლიო კლასის სასტუმროებს იპოვით, აქ არ უნდა გამოტოვოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ადგილობრივები ყველგან ძალიან მეგობრულები არიან. შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაატაროთ მდიდარ, ულამაზეს ადგილებში“, – წერს ვილსონი.

სტატიაში აღწერილია სიღნაღი, წინანდალი, თელავი. ასევე მოთხრობილია კახური სამზარეულოს, კახური ყურძნის ჯიშების, ქართული ღვინის დაყენების წესებისა და ქვევრის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ.
გამოცემა Forbes-ს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე – ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში ყოველთვიურად 150 მილიონი მკითხველი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0