თუ ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება გსურთ: სიახლე თბილისელებისთვის

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც 11 ზონადაა დაყოფილი, საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმამდე (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ) მისვლას სპეციალური ავტობუსით შეძლებენ, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
1 ივნისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ავტობუსით ისარგებლონ. იგი კუს ტბის ასასვლელიდან მუზეუმში ყოველდღე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში 30-წუთიანი ინტერვალით ივლის.

„ამჟამად ეთნოგრაფიულ მუზეუმს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, რაც ერთგვარ ბარიერს ქმნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ დატკბნენ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცით და სუფთა ჰაერით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მოქალაქეები მუზეუმის ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთების შეძენას პირდაპირ ავტობუსში შეძლებენ. ავტობუსი მხოლოდ მუზეუმის დამთვალიერებლებს მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0