გაირკვა „როლან გაროსზე" ბასილაშვილის პირველი მეტოქე

© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
ბასილაშვილი პირველ წრეში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უკეთესს შეხვდება.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველ რაუნდში ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდება.
საქართველოს პირველი ჩოგანი „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ 22-ე ნომრად არის განთესილი. 30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მაქსიმ კრესის პირველად შარშან, ამერიკის ღია პირველობაზე შეხვდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 იმარჯვა.
ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში შეხვდება ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსს ან კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გასულ ერთ-ერთ ჩოგბურთელს. პირველი განთესილი მეტოქე, რომელიც შეიძლება ბასილაშვილს შეხვდეს, არის იტალიელი იანიკ სინერი.
გასულ წელს „როლან გაროსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბ დუშან ლაიოვიჩს ოთხ სეტში ანგარიშით 6:4, 6:3, 0:6, 6:2 სძლია, თუმცა შემდეგ კარლოს ალკარასთან სამ სეტში დამარცხდა (4:6, 2:6, 4:6).
საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები 22 მაისს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0