ბორჯომში „ბოლო ზარი“ ავტოავარიით დასრულდა: არის მსხვერპლი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები
საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
შემთხვევა დღეს მწვანე მონასტერთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს და შემდეგ ავტომობილით გასეირნება გადაწყვიტეს. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მეორე ავტომობილს შეეჯახა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
ერთი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სამმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ახალგაზრდები ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0