ბათუმი-ქობულეთის გვირაბში ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა: გარდაიცვალა ორი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოდებული ავტომობილებიდან მძღოლებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ბათუმი–ქობულეთის გზის საავტომობილო გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის ადილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი პირი გარდაცვლილი დახვდა. რაც შეეხება დაშავებულს, მან სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0