15 წლის ბიჭს საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ

© Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgiaფერმა
ფერმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, იძულებითი შრომის ფაქტის გარდა, ასევე დარღვეულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. არასრულწლოვან, 15 წლის ბიჭს ხუთი თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ. ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
ბიჭის იძულებითი შრომის ფაქტი ინსპექციამ არაგეგმური შემოწმების შედეგად გამოავლინა.
მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე არასრულწლოვანის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.), თუმცა, ამის გარდა კომპანიის უფლებამოსილი პირი მას საკუთრი ფერმის საქმიანობაში დახმარებასაც სთხოვდა.

„კომპანიის უფლებამოსილი პირი მას სისტემატურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ის სამსახურიდან გაგდების მუქარით თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მის პირად ფერმაში საქმის შესრულებას, რაშიც არანაირ გასამრჯელოს არ უხდიდა“, – ნათქვამია ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მუშაობის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს მის ფერმაში საქმის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.
როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, იძულებითი შრომის ფაქტის გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც (01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისთვის დააკისრა ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0