„112“-ის სამსახური მოქალაქეებს უფრო ეფექტურად მოემსახურება: დეტალები

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაზოგადოების უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"
საზოგადოების უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO სტანდარტები, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვა უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში, პროცესების გამჭვირვალობასა და მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანი სისტემის შექმნაში.

ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლის მიზანია ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, დამოუკიდებლად მისი სიდიდისა და საქმიანობის სფეროსი. ISO 9001-ის გამოყენება არის გარანტია იმისა, რომ დამკვეთები სტაბილურად იღებენ ხარისხიან მომსახურებას.
რაც შეეხება კიდევ ერთ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც „112“-მა დანერგა, ISO 21001:2018-ია, რომელიც წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტ-სისტემების რეგულაციისთვის.
აღნიშნული სტანდარტის დანერგვა უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობას, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი ოპერატორების რეკრუტირებისა და მომზადება/გადამზადების პროცესზე და აისახება ქოლ-ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.
ყველა ახალი ამბავი
0