https://sputnik-georgia.com/20220519/xelovnebis-muzeumsi-ori-sartuli-aradgines-266769165.html
ხელოვნების მუზეუმში ორი სართულის რეაბილიტაცია დასრულდა
ხელოვნების მუზეუმში ორი სართულის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
ხელოვნების მუზეუმის რესტავრაცია ერთ-ერთი საკვანძო საკითხია უწყების უახლოესი წლების გეგმებში
2022-05-19T21:36+0400
2022-05-19T21:36+0400
2022-05-20T00:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416554_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_1f411e9ce6f35ad25da84041f9db94b1.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ორი სართულის აღდგენა დასრულებულია, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.1,2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე გახსნისთვის მზადაა. ახლა შენობა პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან სამუზეუმო სტანდარტებს, როგორიცაა: დამთვალიერებლების, პერსონალისა და სხვა პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, კოლექციების უსაფრთხოება და დაცულობა, კომფორტი და შესაბამისი პირობები დამთვალიერებლისთვის, სათანადო სამუშაო პირობები პერსონალისთვის და სხვ.რეაბილიტირებული ორი სართულიდან 200 კვ.მ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცე, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდის ექსპოზიცია მოეწყობა.100 კვ.მ ეთმობა ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდსაცავს, სადაც დაცულია თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი, მათ შორის მიკროკლიმატი – ჰაერის კონდიცირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ფილტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა.ასევე რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო სამკითხველო და საოფისე ფართი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის 47 თანამშრომელი განთავსდა.ამჟამად სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი შენობის II–VI სართულების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტის სატენდერო ღირებულება 10 მილიონი ლარია.შედეგად – უკვე 2024 წლისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ექნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგამოფენო სივრცე, ფონდსაცავი, საოფისე ფართი და ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416554_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0c814d15af7b3644eb9bd89c92ec2c1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხელოვნება მუზეუმი ორი სართული რეაბილიტაცია დასრულება
ხელოვნება მუზეუმი ორი სართული რეაბილიტაცია დასრულება
ხელოვნების მუზეუმში ორი სართულის რეაბილიტაცია დასრულდა
21:36 19.05.2022 (განახლებულია: 00:00 20.05.2022) ხელოვნების მუზეუმის რესტავრაცია ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კულტურის სამინისტროს უახლოესი წლების გეგმებში.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ორი სართულის აღდგენა დასრულებულია, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
1,2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე გახსნისთვის მზადაა. ახლა შენობა პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან სამუზეუმო სტანდარტებს, როგორიცაა: დამთვალიერებლების, პერსონალისა და სხვა პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, კოლექციების უსაფრთხოება და დაცულობა, კომფორტი და შესაბამისი პირობები დამთვალიერებლისთვის, სათანადო სამუშაო პირობები პერსონალისთვის და სხვ.
აღნიშნულია, რომ გარემონტებულ სივრცეებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების დონეები, მოძრაობის სენსორები, სიგნალიზაციისა და დისტანციური მეთვალყურეობის სისტემები, დეტექტორები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ელექტრომომარაგების ფუნქციები, არქიტექტურული პარამეტრები.
რეაბილიტირებული ორი სართულიდან 200 კვ.მ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცე, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდის ექსპოზიცია მოეწყობა.
100 კვ.მ ეთმობა ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდსაცავს, სადაც დაცულია თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი, მათ შორის მიკროკლიმატი – ჰაერის კონდიცირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ფილტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ასევე რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო სამკითხველო და საოფისე ფართი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის 47 თანამშრომელი განთავსდა.
ამჟამად სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი შენობის II–VI სართულების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტის სატენდერო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
შედეგად – უკვე 2024 წლისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ექნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგამოფენო სივრცე, ფონდსაცავი, საოფისე ფართი და ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია.