პრემიერ-მინისტრი ლეგენდარულ სპორტსმენ კობა წაქაძეს იუბილეს ულოცავს

© photo: Sputnik / Алена Савельеваკობა წაქაძე
კობა წაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაური სპორტსმენს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს 88 წლის იუბილეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე ოთხი ოლიმპიადისა და მსოფლიოს ექვსი ჩემპიონატის მონაწილე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, 54 საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და რეკორდსმენია.

„ქართული სპორტის სიამაყეს – კობა წაქაძეს თავისი ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული ტექნიკის გამო „მფრინავი ტორპედო" უწოდეს. ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა. იგი ღირსების ორდენის მფლობელია, რაც მის დამსახურებას მეტად თვალსაჩინოს ხდის“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.

მთავრობის მეთაური სპორტსმენს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
როგორც Sputnik-ს წაქაძის ოჯახში განუცხადეს, ლეგენდარული სპორტსმენის ოფიციალურ დოკუმენტებში შეცდომაა დაშვებული. კერძოდ, დაბადების თარიღად არა 1934 წლის 19 მაისი, არამედ 19 აგვისტო წერია. შესაბამისად, „ვიკიპედიაში“ წაქაძის დაბადების თარიღი შეცდომითაა მოცემული.
ყველა ახალი ამბავი
0