ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

© courtesy of Georgian Football Federationვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივნისში გასამართი შეხვედრებისთვის 29 ფეხბურთელს უხმო.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის გათამაშების მოახლოებული შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს, ფეხბურთელები კი აღნიშნული მატჩებისთვის მზადებას 24 მაისიდან თბილისში დაიწყებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა, სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია). ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია („გაგრა“, საქართველო), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია („რაკუვი“, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („ჰამბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („ვისლა“, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია).
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა კი 12 ივნისს საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.
წყარო: სფფ
ყველა ახალი ამბავი
0