https://sputnik-georgia.com/20220519/sumo-tocinosinis-gamarjveba-266759959.html
სუმო: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება და დადებითი ბალანსი მაისის ბაშოზე
სუმო: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება და დადებითი ბალანსი მაისის ბაშოზე
Sputnik საქართველო
მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 4 მარცხია. ტოჩინოშინი შემდეგ ორთაბრძოლას კირიბაიამასთან გამართავს. 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T18:16+0400
2022-05-19T18:16+0400
2022-05-19T22:28+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23907/51/239075162_0:56:1001:619_1920x0_80_0_0_54e571357aa00586202751af2bcc4ae4.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი უკვე დააფიქსირა.იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მიოგირიუს დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა მძლავრი შეჯახების შემდეგ მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა და აქტივში მე-8 გამარჯვება ჩაიწერა.34 წლის ქართველ სუმოისტს მიმდინარე ბაშოზე 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ კირიბაიამას წინააღმდეგ ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ დადებითი ბალანსის დაფიქსირებით ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება.ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ზედიზედ 3 წაგებით დაიწყო, მაგრამ უკანასკნელი 9 შერკინებიდან 8 შემთხვევაში გაიმარჯვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23907/51/239075162_50:0:949:674_1920x0_80_0_0_091da8bb7dd66742e895bb556c4aeb48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სუმო: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება და დადებითი ბალანსი მაისის ბაშოზე
18:16 19.05.2022 (განახლებულია: 22:28 19.05.2022) მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 4 მარცხია. ტოჩინოშინი შემდეგ ორთაბრძოლას კირიბაიამასთან გამართავს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი უკვე დააფიქსირა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მიოგირიუს დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა მძლავრი შეჯახების შემდეგ მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა და აქტივში მე-8 გამარჯვება ჩაიწერა.
34 წლის ქართველ სუმოისტს მიმდინარე ბაშოზე 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ კირიბაიამას წინააღმდეგ ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ დადებითი ბალანსის დაფიქსირებით ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება.
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ზედიზედ 3 წაგებით დაიწყო, მაგრამ უკანასკნელი 9 შერკინებიდან 8 შემთხვევაში გაიმარჯვა.