საქსტატი: საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები უმუშევარია

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის ეპიდემია: მოხუცები ქუჩაში
კორონავირუსის ეპიდემია: მოხუცები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
უმუშევრების დონეს ითვლიან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულებისა და უმუშევრების რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20,6% შეადგინა, რაც 2,1 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%, 2019 წელს კი - 17,6% იყო.

ციფრებით გამოხატული უმუშევრობა

საქართველოში უმუშევრობის დონეს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულებისა და უმუშევრების რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე ითვლიან.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად - 2,4 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 22,2% და 18,2%-ს.
უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, ხოლო კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უმუშევრობის დონე პირიქით შემცირდა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1,6 პროცენტული პუნქტით 16,8%-მდე, ხოლო კაცებში - 2,5 პროცენტული პუნქტით 22,7%-მდე.

მოსახლეობის აქტიურობა

„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა საქართველოში 2021 წელს 50,9% შეადგინა, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას. ამასთან, უმუშევრად ის ჩაითვლება მაშინ, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ ასრულებდა სამუშაოს შემოსავლის მიღების მიზნით, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა, მუშაობა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს.
„2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50,9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40,4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0,8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0,9 და 0,4 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
დაქირავებულთა წილმა შრომისუნარიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 2021 წელს შეადგინა 68,2%, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.
მამაკაცებს შორის აქტიურობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა ქალებს შორის შეადგინა 40,5%, ხოლო მამაკაცებში - 62,9%. ამასთან, ქალების აქტიურობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებისა - 0,9 პროცენტული პუნქტით.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0