https://sputnik-georgia.com/20220519/saqartvelosi-sametauro-sastabo-swavleba-gelati-2022-mimdinareobs-266768407.html
საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს
საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები მი-24 და იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენები.
2022-05-19T20:59+0400
2022-05-19T20:59+0400
2022-05-19T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266764853_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_002a9dbf26778c618c922caa28833499.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ორფოლოს პოლიგონზე გენერალური შტაბისა და დასავლეთის სარდლობის ორგანიზებით სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.„მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია განცხადებაში.სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები – „მი-24“ და „იროკეზის“ (UH1) ტიპის ვერტმფრენები.სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება.სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენების გადაფრენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს >>ოპოზიციურმა ტელეარხებმა ოთხშაბათს გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა ვერტმფრენები გორის მახლობლად, და გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა. საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას და ისინი მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266764853_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_2732380350839c8f799ee626e6e4a480.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“
საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“
საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს
20:59 19.05.2022 (განახლებულია: 23:41 19.05.2022) სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები – „მი-24“ და „იროკეზის“ (UH1) ტიპის ვერტმფრენები.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ორფოლოს პოლიგონზე გენერალური შტაბისა და დასავლეთის სარდლობის ორგანიზებით სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები – „მი-24“ და „იროკეზის“ (UH1) ტიპის ვერტმფრენები.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება.
სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.
ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა ოთხშაბათს გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა ვერტმფრენები გორის მახლობლად, და გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა. საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას და ისინი მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“.