რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებს - კარასინი

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლო, აღნიშნა კარასინმა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთი იმუშავებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა და აღნიშნა, რომ ამას აქამდე კორონავირუსის პანდემია უშლიდა ხელს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა, როდესაც რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აჟიოტაჟი და საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით (ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის) ვიმუშავებთ“, – განაცხადა კარასინმა ТАСС-თან საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ პანდემიამდე მხარეები ახლოს იყვნენ ავიამიმოსვლის აღდგენასთან.
„სამწუხაროდ, ამას ხელი კოვიდმა შეუშალა. იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა ვითარება დასტაბილურდება“, – დასძინა მან.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0