https://sputnik-georgia.com/20220519/ramdeni-dazoges-wamlebze-saqartvelos-moqalaqeebma-turquli-medikamentebis-semitanis-semdeg-266767570.html
რამდენი დაზოგეს წამლებზე საქართველოს მოქალაქეებმა თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ
რამდენი დაზოგეს წამლებზე საქართველოს მოქალაქეებმა თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის წამლების შეძენა შვიდ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი
2022-05-19T20:32+0400
2022-05-19T20:32+0400
2022-05-19T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8b38db94591f038a513740fd396c3bf0.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები საქართველოს 125 ათასზე მეტმა მოქალაქემ ბიუჯეტურ ფასად შეიძინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. შედეგად – ამ მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 60–80%-ით შემცირდა.უწყების ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეებმა წამლებზე 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს.როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, ამ ეტაპზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი 400 დასახელებას აჭარბებს და აღნიშნული რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.მედიკამენტების სრული ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, იხილეთ ბმულზე. წყარო - ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c560c70828d20e11f4ad2e14e89a8a62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაზოგვა წამლები საქართველო მოქალაქეები თურქეთი მედიკამენტები შემოტანა
დაზოგვა წამლები საქართველო მოქალაქეები თურქეთი მედიკამენტები შემოტანა
რამდენი დაზოგეს წამლებზე საქართველოს მოქალაქეებმა თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ
20:32 19.05.2022 (განახლებულია: 23:37 19.05.2022) სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის წამლების შეძენა შვიდ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ესენია „ფარმადეპო“, „ავერსი“, PSP, „იმპექსი“, „ჯიპისი" (GPC), „ფარმსახლი“ და „დოიჩე აფთიაქი“.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები საქართველოს 125 ათასზე მეტმა მოქალაქემ ბიუჯეტურ ფასად შეიძინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. შედეგად – ამ მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 60–80%-ით შემცირდა.
უწყების ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეებმა წამლებზე 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
„თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად დაახლოებით 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში წამლებზე 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, ამ ეტაპზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი 400 დასახელებას აჭარბებს და აღნიშნული რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მედიკამენტების სრული ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, იხილეთ ბმულზე.