პროტესტი ერევანში: მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკას შეიძლება სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოჰყვეს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სომხეთის ოპოზიცია განაგრძობს საპროტესტო აქციებს ქვეყნის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც РИА Новости იუწყება, ძალოვნებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ავტობუსს გზა გადაუკეტეს და პოლიციელებს დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვეს. ამას მცირე დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებული პოლიციის ავტობუსში დარჩა.
ამჟამად მომიტინგეების რვა ჯგუფი ქალაქში, ძირითადად, გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მსვლელობას აწყობს. კიდევ ერთი საპროტესტო აქცია საღამოს არის დაგეგმილი.
ერევანში 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს>>
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით აქციები 25 აპრილიდან იმართება. საპროტესტო აქტივობის ტალღა გამოიწვია ფაშინიანის რამდენიმე რეზონანსულმა განცხადებამ ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.
ოპოზიცია ფაშინიანს „ყარაბაღის დათმობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანას ემუქრება „არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით“.
ყველა ახალი ამბავი
0