https://sputnik-georgia.com/20220519/prokurorebs-mati-xelaxali-atestaciis-sedegebis-gasacivrebis-sasualeba-eqnebat-266771078.html
პროკურორებს მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების გასაჩივრების საშუალება ექნებათ
პროკურორებს მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების გასაჩივრების საშუალება ექნებათ
Sputnik საქართველო
ხელახალი ატესტაციის დროს ფასდება კონკრეტული პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობა, ასევე მათი დატვირთვა და სხვ.
2022-05-19T23:53+0400
2022-05-19T23:53+0400
2022-05-20T00:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების გასაჩივრებას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საპრეტენზიო საბჭოში შეძლებენ.საბჭოს შექმნის შესახებ ბრძანებას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხელი მიმდინარე წლის 18 მაისს მოაწერა.საპრეტენზიო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა და ის მიზნად ისახავს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას.ბრძანების თანახმად, საბჭოს შეუძლიათ მიმართონ პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებიც არ არიან კმაყოფილი მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების შეფასებით. ატესტაცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.ხელახალი ატესტაციის დროს ფასდება კონკრეტული პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობა, ასევე მათი დატვირთვა, დოკუმენტაციის წარმოების უნარები, გამოძიების ხარისხი, ტრენინგების გავლა, პროკურატურის აქტოვობებში მონაწილეობა, წახალისებები და დარღვევები.პროკურორებსა და გამომძიებლებს საჩივრების შეტანა ხელახალი ატესტაციის შეფასებასთან დაკავშირებით, რაზეც დამოკიდებულია მათ შორის დაწინაურება რანგში ან თანამდებობაზე, შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, ხოლო ამის შემდეგ საპრეტენზიო საბჭო სხდომაზე თითოეულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.წყარო - საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროკურორები ხელახალი ატესტაცია შედეგები გასაჩივრება ირაკლი შოთაძე ბრძანება
პროკურორები ხელახალი ატესტაცია შედეგები გასაჩივრება ირაკლი შოთაძე ბრძანება
პროკურორებს მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების გასაჩივრების საშუალება ექნებათ
23:53 19.05.2022 (განახლებულია: 00:09 20.05.2022) ხელახალი ატესტაციის დროს ფასდება კონკრეტული პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობა, ასევე მათი დატვირთვა და სხვ.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების გასაჩივრებას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საპრეტენზიო საბჭოში შეძლებენ.
საბჭოს შექმნის შესახებ ბრძანებას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხელი მიმდინარე წლის 18 მაისს მოაწერა.
საპრეტენზიო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა და ის მიზნად ისახავს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას.
ბრძანების თანახმად, საბჭოს შეუძლიათ მიმართონ პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებიც არ არიან კმაყოფილი მათი ხელახალი ატესტაციის შედეგების შეფასებით. ატესტაცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ხელახალი ატესტაციის დროს ფასდება კონკრეტული პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობა, ასევე მათი დატვირთვა, დოკუმენტაციის წარმოების უნარები, გამოძიების ხარისხი, ტრენინგების გავლა, პროკურატურის აქტოვობებში მონაწილეობა, წახალისებები და დარღვევები.
პროკურორებსა და გამომძიებლებს საჩივრების შეტანა ხელახალი ატესტაციის შეფასებასთან დაკავშირებით, რაზეც დამოკიდებულია მათ შორის დაწინაურება რანგში ან თანამდებობაზე, შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, ხოლო ამის შემდეგ საპრეტენზიო საბჭო სხდომაზე თითოეულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.