მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან ტერიტორიას შესაძლოა „დონბასის დამცველთა“ სახელი მიანიჭონ

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე მოედანს შესაძლოა დონბასის დამცველების სახელი მიენიჭოს, წერს РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის წინადადებას. კერძოდ, ეს იდეა მოიწონა დეპუტატმა ევგენი პოპოვმა.
ხოლო დეპუტატ გალინა ხოვანსკაიას აზრით, ასეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მოგვიანებით.

„აშშ-ის საელჩოსთან ადგილისთვის სახელის გადარქმევა ნაადრევია, მაგრამ ამის გაკეთება მომავალში, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ, ღირს”, — თქვა მან.

წინადადებას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში. დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ ოპერატიულად განიხილავს დეპუტატების მოთხოვნას.
ყველა ახალი ამბავი
0