მოსკოვი მსოფლიოში კრიზისებში მთავარ დამნაშავეებს ასახელებს

© photo: Sputnik / Serget Guneev / გადასვლა მედიაბანკშივიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების დაწესებით ამ სახელმწიფოებმა ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების ზრდის პროვოცირება მოაწყვეს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. აშშ, კანადა და შვეიცარია იმ არამეგობრული სახელმწიფოების სიის სათავეში არიან, რომლებიც მსოფლიო კრიზისებში მთავარი დამნაშავე გახდნენ, როდესაც ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების ზრდის პროვოცირება მოახდინეს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
როგორც ვოლოდინმა თავის Telegram-არხზე დაწერა, ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი – 1.983 სანქცია დააწესა, მეორე ადგილზეა კანადა (1.402), მესამეზეა შვეიცარია (1.361). მას მოსდევს ბრიტანეთი (1.360), მეხუთეზეა ევროკავშირის ქვეყნები (1.199), მეექვსე ადგილზეა ავსტრალია (1.150), ხოლო მეშვიდეზე იაპონია (902).
ვოლოდინის თქმით, სულ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია 10.536 სანქცია. 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო 2.754, შემდეგ კიდევ 7.782 დაემატა.

„რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების ამოქმედებით ეს სახელმწიფოები ენერგორესურსებზე და სურსათზე ფასების ზრდის პროვოცირებას ახდენენ. აი, ვინაა მთავარი დამნაშავე ამჟამინდელ პრობლემებში და მოსალოდნელ კრიზისებში მთელ მსოფლიოში“, – დაწერა ვოლოდინმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ დააწესა. ევროკავშირის ქვეყნებში სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, თუმცა რიგი ქვეყნები, მათ შორის უნგრეთი, ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ.
ყველა ახალი ამბავი
0