https://sputnik-georgia.com/20220519/ivanisvilis-da-misi-warmomadgenlebis-mxridan-kredit-suisis-kritika-grzeldeba-266770164.html
ივანიშვილის და მისი წარმომადგენლების მხრიდან Credit Suisse-ის კრიტიკა გრძელდება
ივანიშვილის და მისი წარმომადგენლების მხრიდან Credit Suisse-ის კრიტიკა გრძელდება
Sputnik საქართველო
ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკი იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა და ვერ გაამართლა კლიენტის ნდობა.
2022-05-19T22:16+0400
2022-05-19T22:16+0400
2022-05-20T00:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
შვეიცარია
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_97cc90853b6e2a100fde1d7e718e2122.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ამჯერად შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, რომელიც შვეიცარიის ბანკ Credit Suisse-ს აძლევს უფლებას, დაზარალებულ მეანაბრეებს თანხა არ დაუბრუნოს.Credit Suisse-თან დავის საფუძველი გახდა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც დამნაშავედ ცნეს კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებაში და თაღლითური სქემის შექმნაში. მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან აღიარა, რომ აყალბებდა კლიენტების ხელმოწერებს და უცხოური კომპანიების აქციებს თავისი კლიენტების სახელით ყიდულობდა. 2020 წლის ივლისში ლესკოდრონმა თავი მოიკლა. ბანკს კი დაევალა თანხების დაბრუნება იმ მეანაბრეებისთვის, რომლებიც მენეჯერის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ. მეანაბრეებს შორის იყო ივანიშვილიც.ამასთან, მილიარდერის წარმომადგენლის თქმით, შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გაჩნდა მითითება, რომ „ბანკმა იკისრა ვალდებულება, დაუბრუნოს კლიენტებს მთელი თანხა, რომელიც მან ამოიღო, ან რომელსაც ამოიღებს მესამე პირისგან".„ასეთი დამოკიდებულებით სასამართლომ უფლება მისცა Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული თანხა, თუ ის ვერ ამოიღებს თანხას მესამე პირისგან. შესაბამისად, სასამართლომ ბანკის ვალდებულება არ დაადგინა", – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.ივანიშვილის პრეს-სპიკერი: Credit Suisse კლიენტებისადმი უპატივცემულობას ავლენს >>მისი თქმით, Credit Suisse-მა ისარგებლა სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2019 წელს დაზარალებულ კლიენტებს მოპარული თანხის მხოლოდ ნაწილი – 130 მილიონიდან მხოლოდ 80 მილიონი დოლარი დაუბრუნა.„დანარჩენი 50 მილიონი დოლარი კლიენტებს უკვე 36 თვეა არ უბრუნდება, Credit Suisse კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ლოგიკას მიჰყვება და ამტკიცებს, რომ თანხა კლიენტებს მაშინ დაუბრუნდება, როცა ისინი თანხის ამოღებას მესამე პირისგან შეძლებენ“, – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.წყარო - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b4fa8d69546cddea89092157f224fce0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბიძინა ივანიშვილი პრესსპიკერი წარმომადგენლები credit suisse კრიტიკა
ბიძინა ივანიშვილი პრესსპიკერი წარმომადგენლები credit suisse კრიტიკა
ივანიშვილის და მისი წარმომადგენლების მხრიდან Credit Suisse-ის კრიტიკა გრძელდება
22:16 19.05.2022 (განახლებულია: 00:05 20.05.2022) ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკი იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა და ვერ გაამართლა კლიენტის ნდობა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ამჯერად შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, რომელიც შვეიცარიის ბანკ Credit Suisse-ს აძლევს უფლებას, დაზარალებულ მეანაბრეებს თანხა არ დაუბრუნოს.
Credit Suisse-თან დავის საფუძველი გახდა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც დამნაშავედ ცნეს კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებაში და თაღლითური სქემის შექმნაში. მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან აღიარა, რომ აყალბებდა კლიენტების ხელმოწერებს და უცხოური კომპანიების აქციებს თავისი კლიენტების სახელით ყიდულობდა. 2020 წლის ივლისში ლესკოდრონმა თავი მოიკლა. ბანკს კი დაევალა თანხების დაბრუნება იმ მეანაბრეებისთვის, რომლებიც მენეჯერის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ. მეანაბრეებს შორის იყო ივანიშვილიც.
„Credit Suisse დაეთანხმა სასამართლოს, რომ ნებაყოფლობით დააბრუნებდა თანხას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშზე და მიუთითა, რომ თანხას სრულად დააბრუნებდა „მესამე პირისგან თანხის ამოღების შემდეგ“. ამ სიტყვებმა თავდაყირა დააყენა მთელი საბანკო პრაქტიკა, საბანკო სამართალი და სასამართლოს პრინციპი“, – ნათქვამია ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებაში.
ამასთან, მილიარდერის წარმომადგენლის თქმით, შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გაჩნდა მითითება, რომ „ბანკმა იკისრა ვალდებულება, დაუბრუნოს კლიენტებს მთელი თანხა, რომელიც მან ამოიღო, ან რომელსაც ამოიღებს მესამე პირისგან".
„ასეთი დამოკიდებულებით სასამართლომ უფლება მისცა Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული თანხა, თუ ის ვერ ამოიღებს თანხას მესამე პირისგან. შესაბამისად, სასამართლომ ბანკის ვალდებულება არ დაადგინა", – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, Credit Suisse-მა ისარგებლა სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2019 წელს დაზარალებულ კლიენტებს მოპარული თანხის მხოლოდ ნაწილი – 130 მილიონიდან მხოლოდ 80 მილიონი დოლარი დაუბრუნა.
„დანარჩენი 50 მილიონი დოლარი კლიენტებს უკვე 36 თვეა არ უბრუნდება, Credit Suisse კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ლოგიკას მიჰყვება და ამტკიცებს, რომ თანხა კლიენტებს მაშინ დაუბრუნდება, როცა ისინი თანხის ამოღებას მესამე პირისგან შეძლებენ“, – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.