მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გერმანიაში წარუმატებელი უწოდეს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstovaკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
სტატიის ავტორის თქმით, რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად სანქციებით ზეწოლისა, მაინც სტაბილურია.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთისა და ბრაზილიის პოზიციის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთს მოსალოდნელი ზიანი ვერ მიაყენა, წერს გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ სახელმწიფოებმა თავი შეიკავეს მოსკოვის მიმართ შემზღუდავი ზომების მასშტაბურ მხარდაჭერაზე.

„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და თურქეთი ან საერთოდ არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს, ან ეს ნაწილობრივ გააკეთეს“, – ნათქვამია მასალაში.

სტატიის ავტორის თქმით, რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად სანქციებით ზეწოლისა, მაინც სტაბილურია.
„მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი არ მოხდა. მშპ არც ისე დრამატულად დაეცა, როგორც ამას ელოდნენ. რუსული ვალუტა ვარდნის შემდეგ ძალების აღდგენას იწყებს“, – წერს Süddeutsche Zeitung.
გამოცემის აზრით, ასეთი შედეგი გამოიწვია რუსეთის ცენტრალური ბანკის ზომებმა რეფინანსირების განაკვეთის 14%-მდე შემცირების შესახებ და ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში მოთხოვნამ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0