https://sputnik-georgia.com/20220519/azerbaijanis-premier-ministrma-baqosi-gamofenaze-qartvel-mewarmeebs-mxari-dauwira-266763587.html
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ბაქოში გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს მხარი დაუჭირა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ბაქოში გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას
2022-05-19T19:56+0400
2022-05-19T19:56+0400
2022-05-19T23:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266760821_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_6293cf97fe41f697a673533860603c8e.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ ბაქოში გახსნილ საერთაშორისო აგრო-სამრეწველო გამოფენაში CASPIAN AGRO, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.სამდღიან გამოფენაზე საქართველო ცალკე სტენდით არის წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ასეთი მასშტაბის გამოფენები ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენა 20 მაისს დასრულდება.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   აზერბაიჯანი პრემიერ-მინისტრი ბაქო გამოფენა საქართველო მეწარმეები მხარდაჭერა caspian agro
აზერბაიჯანი პრემიერ-მინისტრი ბაქო გამოფენა საქართველო მეწარმეები მხარდაჭერა caspian agro
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ბაქოში გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს მხარი დაუჭირა
19:56 19.05.2022  (განახლებულია: 23:19 19.05.2022) პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ ბაქოში გახსნილ საერთაშორისო აგრო-სამრეწველო გამოფენაში CASPIAN AGRO, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
სამდღიან გამოფენაზე საქართველო ცალკე სტენდით არის წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
„უკვე წლებია, რაც აზერბაიჯანი ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს სამინისტროებს ცენტრალურ დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. გამოფენის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, რომ აზერბაიჯანულ ბაზარზე უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ასეთი მასშტაბის გამოფენები ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენა 20 მაისს დასრულდება.