Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ: The Rust-ის გადაღებები გაგრძელდება

© AP Photo / Evan Agostiniალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ფილმ The Rust-ის გადასაღებ მოედანზე ტრაგედია დატრიალდა და ალეკ ბოლდუინის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ ოპერატორი გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, შვიდი თვე გავიდა.
ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი არავის გამოუტანია. გადამღებ კომპანიას ჯარიმის სახით 138.793 დოლარი დაეკისრა. 64 წლის ბოლდუინი კი აცხადებს, რომ ძლიერ შეწუხებულია მომხდარის გამო, თუმცა ინციდენტში დამნაშავე არ არის. მეტიც, ის ამბობს, რომ ჰატჩინსის ოჯახს მისთვის ფულის გამოძალვა სურს.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
ყვითელი ამბები
„გვაქვს საოცარი სიურპრიზი“ - ალეკ ბოლდუინი მერვე შვილს ელოდება
ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ბოლდუინი რამდენიმე კინოპროექტზე დაამტკიცეს. ცხოვრება თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციაც.
ირკვევა, რომ ფილმ The Rust-ის გადაღებები გაგრძელდება. პროდიუსერების განცხადებით, ფილმის გადაღება სწორედ იმ მონაკვეთიდან გაგრძელდება, რომელზედაც დაპაუზდა. ჯერჯერობით ამ საკითხზე ალეკ ბოლდუინს კომენტარი არ გაუკეთებია, ასე რომ, უცნობია, ისევ აიღებს თუ არა მსახიობი ხელში იარაღს.
ყველა ახალი ამბავი
0