აბაშიძისა და კარასინის დიალოგი შეწყდება?

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ახლა ისეთი დროა, რომ ფორმატების „გაყინვა“ არაა საჭირო, აღნიშნა კარასინმა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის კონტაქტები ტელეფონითა და ვიდეო-კონფერენციების რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.

„ხმები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ტელეფონით, ვიდეო-კონფერენც-კავშირის რეჟიმში... ახლა ისეთი დროა, რომ ფორმატები არ უნდა გაიყინოს“, – განაცხადა კარასინმა ТАСС-თან საუბრისას.

კარასინის თქმით, ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის თარიღი ჯერ დათქმული არ არის, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0