https://sputnik-georgia.com/20220518/tbilissa-da-batumsi-mravalatasiani-aqciebi-mimdinareobs-266736557.html
თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს
თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას - ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს
2022-05-18T20:15+0400
2022-05-18T20:15+0400
2022-05-18T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
ბათუმი  
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/12/266735377_0:227:1280:947_1920x0_80_0_0_26ff94a0bf8cc217cacc346e61ec74ac.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიციური მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს.მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე უნდა გაგრძელდეს. თბილისში მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე გაივლის.აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „სოლიდარობა მთავარ არხს“, „არ დაგითმობთ მედიას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“, „თავისუფლება ნიკას“.ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
საქართველო
ბათუმი  
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/12/266735377_0:139:1095:960_1920x0_80_0_0_593723116d1a5f924717d38ff0023e42.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   თბილისი ბათუმი მრავალათასიანი აქციები მსვლელობა
თბილისი ბათუმი მრავალათასიანი აქციები მსვლელობა
თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს
20:15 18.05.2022  (განახლებულია: 23:16 18.05.2022) აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას – ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიციური მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს.
მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე უნდა გაგრძელდეს. თბილისში მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე გაივლის.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „სოლიდარობა მთავარ არხს“, „არ დაგითმობთ მედიას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“, „თავისუფლება ნიკას“.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.