სამომხმარებლო ბაზარზე გამოტანილი ხორცის ეტიკეტზე QR-კოდის დატანა სავალდებულო ხდება

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიQR–კოდი სმარტფონში
QR–კოდი სმარტფონში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ბიზნეს-ოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით სასაკლაოების პერსონალს სწავლებები უკვე ჩაუტარდა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR–კოდით განთავსდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება ისედაც სავალდებულოა, თუმცა ახლა ეტიკეტზე დატანილი იქნება QR–კოდიც, რომლის დახმარებითაც მომხარებელი შეძლებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.).
როგორც უწყებაში განმარტავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.
ცვლილება სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის QR–კოდით გამოტანა აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში.
„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ბასილაძემ.
სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით სასაკლაოების პერსონალს სწავლებები უკვე ჩაუტარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან – FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით – მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც აღრიცხვიანობა და მიკვლევადობა გააუმჯობესა.
ყველა ახალი ამბავი
0