„მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი...“ - სალომე გოგიაშვილი შვილებზე საუბრობს
17:11 18.05.2022 (განახლებულია: 21:56 18.05.2022)
© courtey of Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
© courtey of Salome Gogiashvili
გამოწერა
სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა.
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ ვაჟების ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს, განსხვავებით გოგონასგან, რადგან იცის, რა ადვილია ქალის მოტყუება.
როგორც გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მისთვის მთავარია, რომ მისი შვილები ბედნიერები იყვნენ.
„მე მომეწონება თუ არა მისი არჩევანი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ნათქვამი მაქვს ბავშვებისთვის, რომ მე ბიჭების ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი, იმიტომ რომ გოგოა და მე ვიცი, რამდენად ადვილია ქალის მოტყუება. ხოლო კაცს რომ დედა აგირჩევს ცოლს, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.