Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს არის სიმართლე, მაგრამ თვალი არ გვეცეს“ - მამულიჩა ლელა წურწუმიაზე

© courtesy of Kakhi Mamulashviliნიკოლოზ მამულაშვილი და კახა მამულაშვილი
ნიკოლოზ მამულაშვილი და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ლელა წურწუმია და მამულიჩა საზოგადოებაში პოპულარული წყვილია.
კახა მამულაშვილი ფულისა და, ზოგადად, შემოსავლების თემაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ფულის ხარჯვა მეგობრების წრეში უყვარს.

„მე ეს მანიჭებს უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე ფულის შოვნა და სახლში დადება. შემგროვებელი არც მე ვარ და არც ლელაა, მაგრამ მე ლელაზე უფრო მობილიზებული ვარ. თუ ვიტყვი, რომ სახლში ან ბანკში ფული გვიდევს, მოვიტყუები, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ნორმალურად ვცხოვრობთ და საწუწუნოც არაფერი გვაქვს. მთავარია, სიმშვიდე იყოს, ჯანმრთელობა და ჩვენი საქმის კეთების საშუალება გვქონდეს, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ“, – ამბობს პროდიუსერი.

მისი თქმით, საუკეთესო დაბანდება მისთვის მისი მეუღლეა:
„ჩემი საუკეთესო დაბანდება ლელა წურწუმიაა (იცინის). ეს არის სიმართლე, მაგრამ თვალი არ გვეცეს. სხვათა შორის, მჯერა ეგეთი რაღაცების და ზედმეტ ლაპარაკს ვერიდები. ასე რომ, ჩვენც და აბსოლუტურად ყველას – წარმატებები თავის საქმეში“.
ყველა ახალი ამბავი
0