Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ, ახალ ეტაპს ვიწყებ“ - მაია ასათიანი სიახლეებზე საუბრობს

© courtesy of Maia Asatianiმაია ასათიანი და ნიკოლოზ ხაჩიძე
მაია ასათიანი და ნიკოლოზ ხაჩიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
მაია ასათიანის ცხოვრებაში სიახლეა.
ჟურნალისტი მაია ასათიანი „მაია ასათიანის ტელე-ჟურნალისტიკის სახელოსნოში“ მომავალ ჟურნალისტებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი განცხადებით, დღეს თავისი ცხოვრების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი დაიწყო.
„დღეს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ, ახალ ეტაპს ვიწყებ. ახლა, როცა ქვეყანაში თავისუფალი მედიის ყოფნა–არყოფნის საკითხი წყდება, მგონია, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო – ჟურნალისტების ახალ თაობასთან!“ – დაწერა მაია ასათიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0