https://sputnik-georgia.com/20220518/kaxetsi-sufta-regionis-statusi-masstaburi-ronisziebit-arnisnes-266739289.html
კახეთში „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს
კახეთში „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს
Sputnik საქართველო
კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.
2022-05-18T21:24+0400
2022-05-18T21:24+0400
2022-05-18T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_67a22d48b48654d4a835c9b9da45e54c.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თელავში „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მიღება დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.მიმდინარე წლის 13 მაისს თბილისის საკრებულოში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსზე ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მიენიჭა. ამავე კონკურსის ფარგლებში ნომინაციაში „სუფთა ქალაქი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით, ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაეცა სიგელი „სუფთა/ლამაზი ქუჩა“.ირაკლი შიოშვილმა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების მოწვეულ წარმომადგენლებს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი პირადად მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა კახეთისთვის „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მინიჭება ზედიზედ მეოთხედ. ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე“, – განაცხადა შიოშვილმა.თელავში ღონისძიება კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზით კახეთი“ მხარდაჭერით ჩატარდა.მიმდინარე წელს კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარედგინათ.რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი („სუფთა მუნიციპალიტეტი“), დაბა მესტია („სუფთა დაბა“), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ( „სუფთა სოფელი“) და სხვ.კონკურსის მიზანი საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის, ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ასევე ყველაზე ლამაზი ეზოსა და აივნის გამოვლენაა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_cb752738a89f06456df969e9312734b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახეთი „სუფთა რეგიონი“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიება დაჯილდოება სიგელები თაიგულები
კახეთი „სუფთა რეგიონი“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიება დაჯილდოება სიგელები თაიგულები
კახეთში „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს
21:24 18.05.2022 (განახლებულია: 23:38 18.05.2022) კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ გაიმართა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თელავში „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მიღება დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.
მიმდინარე წლის 13 მაისს თბილისის საკრებულოში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსზე ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მიენიჭა. ამავე კონკურსის ფარგლებში ნომინაციაში „სუფთა ქალაქი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით, ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაეცა სიგელი „სუფთა/ლამაზი ქუჩა“.
„მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მოწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. „სუფთა რეგიონის“ სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მეეზოვეს, რომელიც ჩვენი რეგიონის სისუფთავის შენარჩუნებისთვის ერთგულად ასრულებს თავის საქმეს", – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილმა.
ირაკლი შიოშვილმა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების მოწვეულ წარმომადგენლებს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი პირადად მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.
„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა კახეთისთვის „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მინიჭება ზედიზედ მეოთხედ. ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე“, – განაცხადა შიოშვილმა.
თელავში ღონისძიება კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზით კახეთი“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მიმდინარე წელს კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარედგინათ.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი („სუფთა მუნიციპალიტეტი“), დაბა მესტია („სუფთა დაბა“), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ( „სუფთა სოფელი“) და სხვ.
კონკურსის მიზანი საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის, ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ასევე ყველაზე ლამაზი ეზოსა და აივნის გამოვლენაა.