https://sputnik-georgia.com/20220518/european-best-destinations-batumi-evropis-argalitad-daasaxela-266729345.html
European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა
European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა
Sputnik საქართველო
2020 წელს European Best Destinations-მა ბათუმი თბილისთან ერთად ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა. 18.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-18T16:37+0400
2022-05-18T16:37+0400
2022-05-18T21:40+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/62/241866213_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_be5276ca45aca3d5f4198ff03d4366d6.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში - „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ აჭარის დედაქალაქი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.European Best Destinations-ი ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს და აცხადებს, რომ მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში ბათუმი არის გამორჩეული ადგილი გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულთათვის.სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.European Best Destinations – ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებ-გვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/62/241866213_40:0:1820:1335_1920x0_80_0_0_ab4213a3fe05988c96496dfc00b2e0ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა
16:37 18.05.2022 (განახლებულია: 21:40 18.05.2022) 2020 წელს European Best Destinations-მა ბათუმი თბილისთან ერთად ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში - „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ აჭარის დედაქალაქი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
European Best Destinations-ი ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს და აცხადებს, რომ მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში ბათუმი არის გამორჩეული ადგილი გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულთათვის.
„საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია. სასიამოვნოა სეირნობა ძველი ბათუმის ისტორიულ ქუჩებში, ლაშქრობა თუ კანიონინგი აჭარის მთებში, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბოტანიკური ბაღის მონახულება თუ ბათუმის სანაპიროზე ან ზღვის ხედის მქონე გამაჯანსაღებელ სასტუმროში ნებივრობა“, – ნათქვამია მასალაში.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.
European Best Destinations – ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებ-გვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.