https://sputnik-georgia.com/20220518/burakterma-skolis-tanxebi-azartul-tamasebsi-daxarja-saqartvelos-prokuraturis-gancxadeba-266737092.html
ბუღალტერმა სკოლის თანხები აზარტულ თამაშებში დახარჯა: საქართველოს პროკურატურის განცხადება
ბუღალტერმა სკოლის თანხები აზარტულ თამაშებში დახარჯა: საქართველოს პროკურატურის განცხადება
Sputnik საქართველო
საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს
2022-05-18T20:27+0400
2022-05-18T20:27+0400
2022-05-18T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_e25571abc69e03bf389af8172fabf87e.jpg.webp
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.გამოძიების თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა – 142 ათას ლარზე მეტი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_9a75c12a0e584ee7ca37339af7e12d0a.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბუღალტერი სკოლა თანხები აზარტული თამაშები საქართველო პროკურატურა განცხადება ადიგენი
ბუღალტერი სკოლა თანხები აზარტული თამაშები საქართველო პროკურატურა განცხადება ადიგენი
ბუღალტერმა სკოლის თანხები აზარტულ თამაშებში დახარჯა: საქართველოს პროკურატურის განცხადება
20:27 18.05.2022 (განახლებულია: 23:18 18.05.2022) საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა – 142 ათას ლარზე მეტი.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.