https://sputnik-georgia.com/20220518/batumis-aeroportidan-uzbeketis-mimartulebit-aviareisebi-sesruldeba-266737594.html
ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულება იწყება
ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულება იწყება
Sputnik საქართველო
ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 21 მაისს შესრულდება.
2022-05-18T20:47+0400
2022-05-18T20:47+0400
2022-05-18T23:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
უზბეკეთი
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_681b2e76876d63e77a8fc9ec3e099ab0.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. უზბეკეთის ავიაკომპანია Uzbekistan Airways ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ტაშკენტი–ბათუმი–ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება მიმდინარე წლის 21 მაისიდან დაიწყება.რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-ით, ხოლო გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. ტაშკენტი–თბილისის საჰაერო ხაზზე კი რეისების შესრულება 2019 წელს დაიწყო.ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობა ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას გეგმავდა. იანვარი–აპრილის მონაცემებით, ტურიზმი უკვე დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი და ტურიზმიდან ქვეყანამ უკვე მიიღო დაახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_584:0:3315:2048_1920x0_80_0_0_02d8961e301ed8fa9171f39b9ed20f04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი აეროპორტი უზბეკეთი მიმართულება ავიარეისები
ბათუმი აეროპორტი უზბეკეთი მიმართულება ავიარეისები
ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულება იწყება
20:47 18.05.2022 (განახლებულია: 23:27 18.05.2022) ტაშკენტი–ბათუმი–ტაშკენტის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 21 მაისს შესრულდება.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. უზბეკეთის ავიაკომპანია Uzbekistan Airways ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ტაშკენტი–ბათუმი–ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება მიმდინარე წლის 21 მაისიდან დაიწყება.
რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
„ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-ით, ხოლო გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. ტაშკენტი–თბილისის საჰაერო ხაზზე კი რეისების შესრულება 2019 წელს დაიწყო.
ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრ
ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობა ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას გეგმავდა. იანვარი–აპრილის მონაცემებით, ტურიზმი უკვე დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი და ტურიზმიდან ქვეყანამ უკვე მიიღო დაახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი.