https://sputnik-georgia.com/20220518/ar-davtmobt-cvens-arxs-tbilissa-da-batumsi-mtavari-arxis-mxardamweri-aqciebi-gaimarta-266743704.html
„არ დავთმობთ ჩვენს არხს“: თბილისსა და ბათუმში „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქციები გაიმართა
„არ დავთმობთ ჩვენს არხს“: თბილისსა და ბათუმში „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქციები გაიმართა
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციებში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
2022-05-18T23:52+0400
2022-05-18T23:52+0400
2022-05-18T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/12/266739534_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_cf42cddc36188c7393d332973f5ceb5d.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თქვენი დახმარებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტელეარხი „მთავარი არხი“ არ დაიხუროს, - განაცხადა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციის დასრულებისას.თბილისში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე მსვლელობით დაიწყო და ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებით დასრულდა. პარალელურად მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა.აქციებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ჟურნალისტები და მედიის რედაქტორები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და ოპოზიციური პოლიტიკოსები.აქციებზე გამოსვლები არ ყოფილა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „სოლიდარობა მთავარ არხს“, „არ დაგითმობთ მედიას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“, „თავისუფლება ნიკას“.აქციაზე ერთადერთი გამომსვლელი იყო ტელეარხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია, რომელმაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ ტელეარხი მუშაობას გააგრძელებს.მისი თქმით, გვარამია უახლოეს დროს თავისუფალი იქნება.ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები და პროკურორები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს დაასრულა საქმის განხილვა ტელეარხ „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზიანის მიყენების შესახებ იმ პერიოდში, როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორი იყო. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ გვარამიამ დაიწყო თანხების „გამოქაჩვა“ ტელეარხიდან იმ დროიდან, როდესაც მისი დაბრუნება სასამართლოს გზით მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დააპირა.ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/12/266739534_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2cade2f9f26f64e5c46a5ad43bfd375d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ბათუმი „მთავარი არხი“ მხარდამჭერი აქციები გიორგი გაბუნია
თბილისი ბათუმი „მთავარი არხი“ მხარდამჭერი აქციები გიორგი გაბუნია
„არ დავთმობთ ჩვენს არხს“: თბილისსა და ბათუმში „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქციები გაიმართა
23:52 18.05.2022 (განახლებულია: 23:53 18.05.2022) საპროტესტო აქციებში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თქვენი დახმარებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტელეარხი „მთავარი არხი“ არ დაიხუროს, - განაცხადა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციის დასრულებისას.
თბილისში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე მსვლელობით დაიწყო და ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებით დასრულდა. პარალელურად მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა.
აქციებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ჟურნალისტები და მედიის რედაქტორები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და ოპოზიციური პოლიტიკოსები.
აქციებზე გამოსვლები არ ყოფილა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „სოლიდარობა მთავარ არხს“, „არ დაგითმობთ მედიას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“, „თავისუფლება ნიკას“.
აქციაზე ერთადერთი გამომსვლელი იყო ტელეარხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია, რომელმაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ ტელეარხი მუშაობას გააგრძელებს.
„ჩვენ თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არასდროს დადგეს ის წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე მხოლოდ შავ ლოგოს დაინახავთ და ოდესღაც ეს ლოგოც გაქრება, ეს არ მოხდება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, გვარამია უახლოეს დროს თავისუფალი იქნება.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები და პროკურორები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს დაასრულა საქმის განხილვა ტელეარხ „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზიანის მიყენების შესახებ იმ პერიოდში, როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორი იყო. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ გვარამიამ დაიწყო თანხების „გამოქაჩვა“ ტელეარხიდან იმ დროიდან, როდესაც მისი დაბრუნება სასამართლოს გზით მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დააპირა.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.